Saturday, November 20, 2010

„ჩუმი“ გადაადგილება საქართველოს მთავრობაში


გიგა ბოკერია ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნად დაინიშნა. ამ თანამდებობის უკვე ყოფილი მფლობელი, ეკა ტყეშელაშვილი რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე გადაიყვანეს. თემურ იაკობაშვილს კი - ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე გზავნიან.

პრეზიდენტმა აღნიშნული საკადრო ცვლილება ჩუმად შემოგვაპარა. თუ აქამდე მოსალოდნელ საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებული ინფორმაცია კულუარებიდან ჟონავდა და პოლიტიკოსები მედიასთან კომენტარებში ხშირად თავს იმართლებდნენ ხოლმე, მსგავსი არაფერი გაგვიგიაო, ამჯერად ამ "უხერხულობას" თავი დააღწიეს - საკადრო ცვლილებების შესახებ პირველი ინფორმაცია „ყველაზე სარწმუნო წყარომ“ საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

0 comments:

Post a Comment