Friday, August 23, 2013

ნინო ბურჯანაძე: „რუსულ ფულს ხელისუფლება იყენებს, მე – არა“

2011 წლი, 27 აპრილი
მადლენა მაჭარაშვილი


სააკაშვილი და მისი ხელისუფლება რუსეთის ინტერესების ყველაზე დიდი გამტარებლები არიან საქართველოში. ამას ვამბობ სრული პასუხისმგებლობით. მოვა დრო და დოკუმენტებიც დაიდება“,–  აცხადებსდემოკრატიული მოძრაობაერთიანი საქართველოსლიდერი ნინო ბურჯანაძე.
 ხელისუფლების მამხილებელი დოკუმენტების გახმაურებამდე, 2 მაისსსახალხო კრებისხელისუფლებასთან ბრძოლის გეგმას გაახმოვანებს. პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს სჯერა, რომსახალხო კრებახელისუფლების შეცვლას ქუჩის აქციებით შეძლებს.

 „ტრიბუნამ ნინო ბურჯანაძესთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა.

 -ქალბატონო ნინო, მედიაში აქტიურად  ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომსახალხო კრება“ 2 მაისს საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავს. 2 მაისამდე კი სულ რამდენიმე დღეა დარჩენილი. უკვე მზად ხართ პოლიტიკური პროტესტისთვის?

 -არასწორი ინფორმაციაა. ჩვენ 2 მაისს აქციას არ ვმართავთ. დაგეგმილი გვაქვს აღმასრულებელი საბჭოს ბრიფინგი. 2 მაისს ჩვენ გამოვაცხადებთ კონკრეტული მოქმედებების დაწყების თარიღსა და მოქმედებების გეგმას. სხვათა შორის, ის რომ ჟურნალისტებსაც ასეთი ინფორმაცია გაქვთხელისუფლების მიზანმიმართული პიარკამპანიის შედეგია. ცდილობენ, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონადამიანებს გაუჩინონ მოლოდინი 2 მაისთან დაკავშირებით და ჩვენ რომ ამ დღეს ბრიფინგს გავმართავთ, უთხრან: აი, ხომ ხედავთ, კიდევ მოგატყუესო.

 -რა იქნებასახალხო კრებისმიერ წამოწყებული აქციების პროგრამამინიმუმი“ ?

 -თქვენ, ფაქტობრივად, გეგმის შესახებ მეკითხებით, რომელსაც ახლა, რა თქმა უნდა, არ გეტყვით. „სახალხო კრებისამოცანაა, გადაარჩინოს ქვეყანა. ჩვენი თვითმიზანი არ არის რევოლუცია. მაგრამსახალხო კრებახედავს, რომ ქვეყანა არის ურთულეს მდგომარეობაში და გადარჩენა სჭირდება. ჩვენ უფრსკულის პირას კი არ ვართ უკვე უფრსკულისკენ მივექანებით. ქვეყნის გადარჩენის ერთადერთი გზა არის ამ ხელისუფლების შეჩერება, სააკაშვილისა და მისი ხელისუფლების გადაყენება და ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა. ესაა ჩვენი მიზანი, რომელსაც აუცილებლად მივაღწევთ.

 -ამბობთ, რომ რევოლუცია არ არის თქვენი მიზანი, ხელისუფლების გადაყენების თქვენ მიერ დასახული გეგმა კი, სწორედ, ამას გულისხმობს

 -სამწუხაროდ, ხელისუფლებამ  ქუჩის აქციების გარდა სხვა შესაძლებლობები არ დატოვა. ჩვენი  დასავლეთელი მეგობრები ხშირად იმეორებენ ფრაზას, რომდემოკრატიულ ქვეყანაში ხელისუფლება არჩევნების გზით უნდა შეიცვალოს“. ამაზე არავინ დავობს, რა თქმა უნდა, ასე უნდა იყოს, მაგრამ ისინი სწორად აკეთებენ აქცენტსეს უნდა ხდებოდესდემოკრატიულქვეყანაში. არადემოკრატიულ ქვეყანაში ხელისუფლება არჩევნების გზით ვერ იცვლება. ჩვენ სწორედ ეს პრეტენზია გვაქვს ხელისუფლებასთანსაქართველო არ არის დემოკრატიული ქვეყანა. ჩვენთან არჩევნები ტარდება ზუსტად ისე, როგორც ტარდებოდა საბჭოთა კავშირში, როდესაც არჩევნების შედეგი ყველამ წინასწარ იცოდა და ამით არაფერი იცვლებოდა ქვეყანაში.

 წელიწადნახევრის განმავლობაში ესაუბრებოდარვიანიხელისუფლებას, მაგრამ, რაღაც არ ჩანს რამე შედეგი აქედან.

 -„რვიანისწარმომადგენლები აცხადებენ, რომ ხელისუფლებას დათმობებისთვის ვადა 31 მაისამდე აქვს

 -რას ამბობთ? და, მსგავსი ვადები რომ ბევრჯერ იყო დათქმული? ჩვენ მასობრივი სკლეროზი ნამდვილად არ დაგვმართნია. ძალიან კარგი, თუ 31 მაისამდე აქვთ ვადა. დაელოდნონ და ვნახოთ, რას გააკეთებს ხელისუფლება.

 -ანუ ფიქრობთ, რომ  ხელისუფლების დათმობებზერვიანისმოლოდინი უიმედოა?

 -აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ხელისუფლება არანაირ ვადაში არაფერს დათმობს. ერთადერთი, შეიძლება ისარგებლოსრვიანისპოზიციითროცა დაინახავს, რომ საპროტესტო აქციები ძალიან ძლიერია, შეეცდება, გადმოაგდოს ანკესად რამდენიმე ბარტყი საარჩევნო კოდექსში ცვლილების სახით, ან დანიშნოს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები, მაგრამ პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ ადამიანები, რომლებიც ახლა პოლიტიკური ბრძოლისთვის ემზადებიან, ნამდვილად არ არიან განწყობილნი საიმისოდ, რომ საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის გამო დაიშალონ და სახლებში წავიდნენ. ჩვენ  კარგად ვიცით და პირადად მე ყველაზე კარგად ვიცი, რა ღირს ამ ხელისუფლების დაპირება.

 -რა ღირს?

 -ნული.

 -„სახალხო კრებისგარდა ქუჩის აქციებით ხელისუფლების გადაყენება ყველაზე მართებულ გზად მიაჩნიაქართულ პარტიას“. თუმცა თქვენი გზები ერთმანეთს ვერ ემთხვევა და პარტნიორობის ნაცვლად კონკურენტულ რეჟიმში გიწევთ მუშაობა. არის თუ არა ეს მომენტი სერიოზული რისკ-ფაქტორი ხელისუფლებასთან ბრძოლის დროს?

 -ხელისუფლება რომ ვერ ახერხებდეს ოპოზიციურ პარტიებში განხეთქილებების შემოტანას, ამდენ ხანს ვერც იარსებებდა. „სახალხო კრებაარავისთან კონკურენციულ რეჟიმში არ არის, იმიტომ, რომ დგას ნებისმიერ სხვა პოლიტიკურ პარტიაზე მაღლა. ეს არის მართლა სახალხო კრება. ჩვენი პარტიასახალხო კრებისერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. „სახალხო კრებაშიკარი ღიაა ნებისმიერი იმ პოლიტიკური ძალისა თუ ადამიანისთვის, ვინც ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლის შუა გზაზე მიტოვებას არ აპირებს. ამ პროცესში მოლაპარაკებაზე ან რაიმე ტიპის დათმობაზე საუბარიც კი გამორიცხულია.

 -ყოველგვარ მოლაპარაკებას გამორიცხავთ? ანუსახალხო კრებარადიკალიზმს ირჩევს?

 -ამ გზასრადიკალურიხელისუფლებამ დაარქვა. რადიკალური გზა იქნებოდა, სახელმწიფო გადატრიალება რომ მოგვეწყო ასკაციანი შეიარაღებული ჯგუფით. ჩვენ მიერ არჩეული გზა კი აბსოლუტურად ადეკვატურია იმ  რეალობისა, რომელიც ხელისუფლებამ შექმნა. ეს ცივილიზებული გზაა

აშშ-ის თავისუფლების დეკლარაციას თუ გადახედავთ, პრემბულაშივე წერია, რომ თუ ხელისუფლება არღვევს იმ პრინციპებს, რა პრინციპებისთვისაც ის ხალხმა აირჩია, ხალხს აქვს უფლება, ეს ხელისუფლება შეცვალოს. ადამიანის უფლებათა დეკლარაციით კი ხალხს აჯანყების უფლებაც აქვს, როდესაც ავტოკრატი და დიქტატორი მმართველი ჰყავს. „სახალხო კრებაარავის მოუწოდებს აჯანყებისკენ, ჩვენ დემოკრატიული უფლებების აღდგენას ვითხოვთ.

 -„ქართული პარტიიდანკოკა გუნცაძემ და ლევან გაჩეჩილაძემ რამდენჯერმე გამოთქვეს თქვენთან თანამშრომლობის სურვილი, თუმცა, შემდეგ ირაკლი ოქრუაშვილმა გადაჭრით თქვა პირადად თქვენთან ურთიერთობაზე უარი. რატომ ხართ ასე მიუღებელი ოქრუაშვილისთვის?

 -არ მაინტერესებს. თავად ჰკითხეთ. საინტერესოა, რატომ ვიყავი მისთვის სამი თვის წინ იმდენად მისაღები, რომ პრეზიდენტობის კანდიდატობასაც კი მთავაზობდნენ?

 -ოქრუაშვილი გთავაზობდათ პრეზიდენტობის კანდიდატობას?

 - მთელი პარტია.

 -პირადად ოქრუაშვილმაც შემოგთავაზათ?

 -არ მაინტერესებს ეს საკითხი, ეს არ არის ახლა მთავარი თემა. ამაზე ბევრი ითქვა და რამის დამატება აღარ არის საჭირო.

 -თქვენვარდების რევოლუციისერთ-ერთი მთავარი გმირი ხართ და  გაქვთ რევოლუციურ პროცესებში მონაწილეობის გამოცდილება. როგორ ფიქრობთ, არის დღეს საზოგადოება მზად ხელისუფლების რევოლუციური გზით შესაცვლელად? რა დამატებითი პირობებია საჭირო?

 -შიში უნდა გადატყდეს და ხალხს უნდა აღუდგეს ნდობა. დღეს შიშის ფაქტორი ძალიან მძლავრია, მაგრამ მე ვხედავ, რომ ის თანდათანობით ტყდება ადამიანებში

 სააკაშვილი ქვეყანაში ამკვიდრებს კულტს, რომლის მიხედვითაც ადამიანი საკუთარ ქვეყანაში მეორეხარისხოვანად მიიჩნევა. ამ იდეოლოგიის თანახმად, ქართული ენა არის მეორეხარისხოვანი და ისტორიისა და ფიზკულტურის მასწავლებელიც კი ვერ გახდები, თუ ინგლისური არ იცი. საზოგადოებას, პრაქტიკულად, ამზადებენ იმისთვის, რომ საქართველო გახდეს მომსახურე ერი და საქართველოში ყველა მუშაობდეს იმ სასტუმროებში, რომელსაც სააკაშვილი მისთვის, მისი გარემოცვისა და ქვეყანაში ჩამოსული საკუთარი სტუმრებისთვის აშენებს. აფხაზეთში ვეღარ ჩავალთ, ცხინვალში ვეღარ ჩავალთ, ახალგორში ვეღარ ჩავალთ და შეიძლება კიდევ მეტი ტერიტორია დავკარგოთ, სააკაშვილს თუ უცებ რაღაც წამოუვლის. თუ ამ ყველაფერთან შეგუება უნდათ ადამიანებს, მაშინ ნუ დათრგუნავენ შიშს, თუ არა დაშიშს უნდა გადავაბიჯოთ.

 -საზოგადოებას კარგად ახსოვს ხელისუფლების წინააღმდეგ გამართული 2009 წლის გაზაფხულის აქციები, რომელიც თავისი ხანგრძლივობით რეკორდულიც კი იყო, რეკორდული იყო ოპოზიციური ლიდერების მონაწილეობის თვალსაზრისითაც, თუმცა უშედეგოდ დასრულდა. რით იქნება 2011 წლის საპროტესტო აქციები იმ აქციებისგან განსხვავებული? რა გაძლევთ იმის თქმის საფუძველს, რომ შედეგიანი იქნება?

 -პრობლემა იყო სწორედ ის, რომ იმ აქციებში მონაწილეობდა ბევრი პოლიტიკური პარტია, რომელთაგანაც ზოგი რევოლუციას უჭერდა მხარს, ზოგიმოლაპარაკებებს. დღეს განსხვავება არის სწორედ ის, რომსახალხო კრებისაღამასრულებელ საბჭოში და თავად კრებაში  გაწევრიანებულნი არიან ადამიანები, რომლებსაც ნათლად აქვთ ჩამოყალიბებული და გაცნობიერებული, თუ რა გზით უნდა წავიდეთ. დღეს ერთი მარცხნივ და მეორე მარჯვნივ აღარ გაიქცევა.

 სხვათაშორის, ერთ-ერთმა ისტორიკოსმა და პატივსაცემმა ადამიანმა ასეთი რამ მითხრა: ფეხბურთის გუნდმა, რომელიც 85- წუთზე 4-0- იგებს ერთადერთ შემთხვევაში შეიძლება წააგოსროცა გუნდი დატოვებს ბურთს და უარს იტყვის თამაშის გაგრძელებაზეო. დაახლოებით ეს მოხდა 2009 წელს

პრაქტიკულად, მოგებული გვქონდა ხელისუფლებასთან ბრძოლა და წავაგეთ სწორედ იმიტომ, რომ ზოგი ღიად და ზოგი ფარულად გაიქცა მოლაპარაკებაზე. სამების ტაძარში წასვლით ჩვენ ფეხბურთელებივით დავტოვეთ ის მოედანი, რომელზეც მოგებული გვქონდა ბრძოლა. ეს აღარ განმეორდება.

 -რა ადამიანური რესურსი გააჩნია სახალხო კრებას ხელისუფლებასთან მომგებიანი ბრძოლის საწარმოებლად?

 -სახალხო კრებასაქვს ძალიან დიდი რესურსი. ამისთვის რამდენიმეთვიანი მუშაობა დაგვჭირდა. დრო იყო საჭირო, რომ ყველა რაიონში შეგვექმნა წინააღმდეგობის კომიტეტი, მოგვეკრიბა ხალხი, რომლებსაც არ ეშინიათ და მზად არიან სერიოზულ საქმიანობაში ჩართვისთვის. გარკვეული დრო დაგვჭირდაშეფიცულებისინსტიტუტის შესაქმნელად. დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომსახალხო კრებასჰყავს ასეულობით ათასი მომხრე და ასევე ძალიან ბევრი აქტივისტი, რომელიც სერიოზული რესურსი იქნება ამ ბრძოლაში.

 -ანტისახელისუფლებო პოლიტიკური აქციების დროს ხელისუფლების წარმომადგენლები მუდმივად აკეთებენ აქცენტს აქციების ფინანსურ მხარდამჭერებზე. ბოლო დროს, ძირითადად, საუბარია ოპოზიციის აქციების რუსეთიდან დაფინანსებაზე.  თქვენ რა პასუხები გექნებათ ხელისუფლებისთვის  ამ საკითხის კვლავ გააქტიურების შემთხვევაში?

 -ხელისუფლება ჯერ კიდევ 2009 წელს გვაბრალებდა, რომ იარაღს ვაგროვებდით. იყო მინიშნებები რუსულ კავშირებზე. დააპატიმრეს ათობით ადამიანი, აყურყუტეს ციხეში და რომ ვერაფერი დაუმტკიცეს, იძულებულები გახდნენ, გამოეშვათ. სხვათა შორის, პრეზიდენტის ამ ბრალდებებთან დაკავშირებით მე სარჩელი მაქვს შეტანილი სასამართლოში და საქმეა აღძრული, რატომ ვერაფერი დაამტკიცეს, ერთი დოკუმენტი ხომ მაინც უნდა დადონ? წელიწადნახევრის წინ მაქვს სარჩელი შეტანილი, დარღვეულია ყველანაირი ვადა, მაგრამ ვერაფერს ამტკიცებენ.

 რუსულ ფულს თუ ვინმე იყენებს საქართველოში, ეს არის ხელისუფლება. კაჭარავას ფული სად აქვს ნაშოვნი ხომ არ იცით? სად იშოვა ფული ბედუქიძემ? რა ფული აქვს შარანგიას ხომ არ იცით? ის, რუსული ფული არ არის? რუსული ფული მე არ მაქვსიმათ აქვთ. რუსულ ფულს ხელისუფლება ოფიციალურადაც იყენებს და არაოფიციალურადაც. ნახევარი ობიექტები რუსეთს რომ მიჰყიდეს, რუსული ფული არ აიღეს? სააკაშვილი და მისი ხელისუფლება რუსეთის ინტერესების ყველაზე დიდი გამტარებლები არიან საქართველოში. ამას ვამბობ სრული პასუხისმგებლობით და ამის დამადასატურებელი ბევრი ლოგიკური დასკვნა არსებობს, მაგრამ მოვა დრო და დოკუმენტებიც დაიდება.

 -პირადად თქვენ თუ გაქვთ ამგვარი დოკუმენტები?

 -არა, მე არ მაქვს ასეთი დოკუმენტები ამ ეტაპზე, მაგრამ მოვა დრო და მექნება.

 -ქალბატონო ნინო, ამბობთ რომ ხელისუფლებას ყველაზე მეტად მიუწვდება ხელი რუსულ ფულზე, ამის გარდა მათ აქვთ ძალაუფლება და ადმინისტრაციული რესურსიც. ასეთ პირობებში რა არის თქვენი მთავარი იარაღი?

 -ჩვენ გვაქვს ყველაზე დიდი იარაღი, ეს არის სიამართლე და რწმენა, რომ შენ შენი სამშობლოსთვის დიდ საქმეს აკეთებ. ამ იარაღთან უძლურია ფულიც, ტელევიზიაც, შიშიც. სააკაშვილზე მეტი ფულიც ჰქონდა მუბარაქს, ჭკუაც და ვაჟკაცობაც, სააკაშვილივით მიწას კი არ ხნავდა ცხვირით თვითმფრინავის ხმის გაგონებაზე, სამხედრო პილოტი  იყო და თავის დროზე თავად მონაწილეობდა საომარ მოქმედებებში, მაგრამ საზოგადოებამ რომ მოინდომა, ხელისუფლება იოლად  დაატოვებინა.

წყარო: www.tribuna.ge